დამწყები კორპორატიული გაყიდვების აგენტი - " მიფასი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000 - 1400 ₾
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება. კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები: ✍ სამების საკათედრო ტაძარი; ✍ დინამო არენა; ✍ სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი"; ✍ თბილისის ოლიმპიური სასახლე; ✍ ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი; ✍ ქუთაისის ოლიმპიური აუზი; ✍ გონიოს-აფსაროსის ციხე-ქალატი. ზევით ჩამოთვლილ, ჩვენს მიერ განხორციელებულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები. კომპანია ექსკლუზიურ დისტრიბუციას უწევს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდეს, როგორებიცაა: MARTIN AUDIO, QSC, ECLER, PROLIGHTS, EQUIPSON, Q-PRO, STUDIO MASTER, GONSIN, IC AUDIO, BESPECO, ITC, CMX, PEARL RIVER, RITMULER, BLUTHNER. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge/ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI კომპანია "მიფასის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ კორპორატიული გაყიდვების აგენტს მოვალეობები: ✍ პოტენციური კლიენტების მოძიება ✍ პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება; ✍ პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა; ✍ შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ✍ კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ✍ გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 ორგანიზებულობა; 🏅 მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

განათლება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 🌘 კომფორტულ სამუშაო გარემოს; 🌘 ჯანმრთელობის დაზღვევას; 🌘 უფასო კორპორატიულ ტელეფონს; 🌘 მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო გრაფიკი: სრული ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზუბალაშილების 16 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000 - 1400 ₾

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 🌚 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 🌚 გუნდური მუშაობის უნარი; 🌚 კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი; 🌚 შედეგზე ორიენტირებულობა; 🌚 სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 🌚 პუნქტუალურობა; 🌚 ორგანიზებულობა; 🌚 მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;