დამხმარე ბუღალტერი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1000-1500
დარეკე ახლა

აღწერილობა

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან. სამუშაო პირობები: ✍ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ✍ კორპორატიული დაზღვევა (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ); ✍ სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი); ✍ ანაზღაურება: 1300-დან; ✍ სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ); ✍ ტრანსპორტირება: სამგორის მეტროდან; ✍ კვებას უზრუნველყოფს კომპანია.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Excel
1C ERP

განათლება

აუცილებელი მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება ფინანსური ან საბუღალტრო მიმართულებით; 🌘 IFRS სტანდარტების საფუძვლების ცოდნა; 🌘 Excel-ის ცოდნა; 🌘 სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 🌘 სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1000-1500

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 პირველადი დოკუმენტების შექმნა; კონტროლი, დაარქივება; 🌚 საბანკო გადარიცხვების შესრულება; 🌚 ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა; 🌚 მაკონტროლებელ და სხვა გარეშე პირებთან ურთიერთობა საბუღალტრო საკითხებზე; 🌚 უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.