აღწერილობა
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ამჯერად, ვეძებთ დისტანციური მომსახურების ოპერატორს ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142 ანაზღაურება: 700 ლარი გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 3 სრული დღე 10:00-19:00 სთ (პარასკევიდან კვირის ჩათვლით) და ხუთშაბათს 14:00-19:00 სთ
