დისტრიბუციის ხელმძღვანელი

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-100
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული. კომპანიის შესახებ: კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია! სამუშაოს მოკლე აღწერა


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Drive Experience
MSOffice

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 სასურველია უმაღლესი განათლება; 🌘 კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 🌘 აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 🌘 მართვის მოწმობის B კატეგორია. 🌘 ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 🌘 რუსული ენის საბაზისო ცოდნა. (საძიებო სისტემაში მუშაობის მიზნით) 🌘 მივლინების შესაძლებლობა საქართველოს ფარგლებში.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-100

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის გეგმის გაწერა და შესრულების მონიტორინგი. 🌚 დისტრიბუტორებთან ერთად ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით. ხოლო, პორტფელში არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და მართვა. 🌚 მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის. 🌚 თვიური/ წლიური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა / შესრულებაზე ზრუნვა. 🌚 სავაჭრო ობიექტებთან, საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით. 🌚 კონკურენტების ბაზრის პერიოდული ანალიზი; მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება. 🌚 დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი. 🌚 შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების კონტროლი. 🌚 სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ თანამშრომლების/მომხმარებლების დროული ინფორმირება. 🌚 დისტრიბუციის სამარშრუტო განრიგისა და ტერიტორიული სქემების ოპტიმიზაცია. 🌚 ვიზიტების რაოდენობის, დროულობის და შესრულების ხარისხის კონტროლი. 🌚 გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა. 🌚 ყოველდღიური რეპორტების წარმოება ხელმძღვანელობისთვის. 🌚 დაქვემდებარებული თანამშრომლების შერჩევასა და სწავლებაში აქტიური მონაწილეობა.