აღწერილობა
ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის მოლარე-ოპერატორის (ოქროს და ტექნიკის ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია) პოზიციაზე. პირობები: ✍ სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; ✍ სამუშაო საათები: დღის სმენა კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, შესაძლებელია სტუდენტებისთვის დროის შეთანხმებაც; ✍ შრომის ანაზღაურება: 1500-2300 ლარი; ✍ დაზღვევა და ფიტპასი სურვილისამებრ; ✍ ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ფუნქცია-მოვალეობები: ✍ ტექნიკის ლომბარდი ოქროს ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია; ✍ მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; ✍ მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება; ✍ მომხმარებელთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა; ✍ უზრუნველყოფის შეფასება; ✍ ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება; ✍ მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა; ✍ სესხის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; ✍ სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება; ✍ ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
