აღწერილობა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ედვერთაიზერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: ✍ კომპანიის მიზნების შესაბამისად სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ✍ სოციალური მედიის (FB; IG; Google ads) რეკლამის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა; ✍ კამპანიების ეფექტური მონიტორინგი; ✍ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ✍ მომხმარებლის ქცევის ანალიზის და შესაბამისი ქმედებების დაგეგმა-განხორციელება;
