აღწერილობა
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პური"-ს საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის/მექანიკოსის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ✍ სამუშაო განაკვეთი: სრული; ✍ სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი; ✍ სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6; ✍ ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზემოთ, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
