აღწერილობა
"კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, ონლაინ PR, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია და პროექტების/კამპანიების მართვა. მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 ანაზღაურება: 2500 ლარი (NET) ფუნქცია-მოვალეობები: ✍ პროექტების სტრატეგიის განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება; ✍ პროექტების მართვა, მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი; ✍ დამკვეთებისთვის საპროექტო ნაშრომის მომზადება, მიმდინარე პროცესებზე კლიენტის ინფორმირება; ✍ შიდა ციფრული პლატფორმების, გარე პროდუქტებისა და ონლაინ კომუნიკაციების მონიტორინგი; ✍ კომპანიისა და დამკვეთის კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, მოლაპარაკებების წარმოება და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება; ✍ დაგეგმილი კამპანიების ფარგლებში შესაბამისი სამსახურის/გუნდის კოორდინირება; ✍ კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების/უკმაყოფილების დროულად იდენტიფიცირება და პრობლემის მოგვარება.
