აღწერილობა
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ექიმი/ზოგადი პროფილის ექიმის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (17:30-22:00) ლოკაცია: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: ✍ პაციენტებისთვის ონლაინ სატელეფონო კონსულტაციის გაწევა ✍ პაციენტებისთვის ონლაინ მიმართვების და რეცეპტების გამოწერა ✍ მეილზე შემოსული ელ. მიმართვების მართვა ✍ პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა და ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვა
