აღწერილობა
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა. GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას ექსელის დოკუმენტების ვალიდაციის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა სამუშაო განრიგი: დისტანციური ანაზღაურება: 900-1200 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ✍ სტაბილურ სამსახურს; ✍ პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ✍ კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას.
