ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი - " უნისონი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი. ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30


პროფილის ინფორმაცია

უნარები

CRM
Word
Excel
PowerPoint
Outlook

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით) 🌘 მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია სადაზღვევო სფეროში. 🌘 ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე. 🌘 გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (CRM სისტემები და სხვა) 🌘 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint, Outlook); ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 მსხვილ კორპორაციულ კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვების გზით გაყიდვების წარმოება და წინასწარ განსაზღვრული გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; 🌚 ბაზრის სეგმენტების განსაზღვრა, ტენდენციების დადგენა და შესაბამისი გეგმების შემუშავება; 🌚 ვიპ და სტრატეგიული კლიენტების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების წარმოება; 🌚 არსებული პორტფელის განვითარება, მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი; 🌚 ვიპ და სტრატეგიულ მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა, პროცესის სრული მონიტორინგი; 🌚 კლიენტებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცვლა; 🌚 გაყიდვების შესრულების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების საჭიროების განსაზღვრა; 🌚 კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა; 🌚 კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ გამოცხადებული ტენდერების დამუშავება, კომპანიაში არსებული წესებისა და სატენდერო მოთხოვნების სრული დაცვით; 🌚 რისკების პირველადი ანალიზი და მჭიდრო კოლაბორაცია კომპანიის ანდერაიტინგის დეპარტამენტთან; 🌚 ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების გუნდისთვის შესაბამისი დავალებების მიცემა და შესრულების კოორდინირება; 🌚 ყოველთვიური გაყიდვების მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება;