აღწერილობა
"Batumi Villas" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი ოპერაციის მენეჯერის თანამდებობაზე. ჩვენი კომპანია "Batumi Villas" ეძებს თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება და მონიტორინგს გაუწევს როგორც ოფისის, ასევე სამშენებლო პროცესებს. პოზიცია მოიცავს ასევე თარჯიმნის ფუნქციას, როგორც საოფისე საქმიანობაში ასევე მასალების შესყიდვასა და სამშენებლო ობიექტებზე აქტიური პროცესებში მონაწილეობისას. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, ვინც ფლობს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
