სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.
https://georgita.ge/
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N40.
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი, ნეტ
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ MS Office
განათლება
ძირითადი მოთხოვნები:
🌘 ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
🌘 აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
🌘 უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
🌘 საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
2500-3000
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
🌚 არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
🌚 ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
🌚 მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება ფასების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
🌚 მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა;
🌚 ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
🌚 შეკვეთების ფორმირება და განთავსება;
🌚 უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, ასევე გრუპაჟული ტვირთების;
🌚 იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება;
🌚 იმპორტისა და განბაჟებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა, რესურსისა და პროცედურის უზრუნველყოფა და კონტროლი;
🌚 გადაზიდვების ვადების მონიტორინგი;
🌚 პროდუქციის ეტიკეტირების მონიტორინგი და კონტროლი;
🌚 შემოტანილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
🌚 პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
🌚 შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
🌚 ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.