აღწერილობა
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 38 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის თანამდებობაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გაგრის ქ. 2 (ავჭალა); სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:00; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე; ✍ მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ; ✍ შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ✍ ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ✍ საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი; ✍ სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება; ✍ პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა; ✍ ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან
