ინჟინერ-პროექტანტი - " თერმო ცენტრი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 145ა. ჩვენ გთავაზობთ: ✍ კვებას ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას ✍ Fitpass


პროფილის ინფორმაცია

უნარები

კომუნიკაბელურობა.
გუნდური მუშაობის უნარი;

განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინჟინერ-პროექტანტი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 🌚 გათბობა-გაგრილება-ვენტილაციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის საინჟინრო პროექტების შედგენა. 🌚 შედგენილი პროექტის მიხედვით, მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა; 🌚 დამონტაჟებული დანადგარების გაშვება, მოდულაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; 🌚 ობიექტებზე ვიზიტი და მიმდინარე სამუშაოების კონტროლი. 🌚 N2 ფორმის შედგენაში მონაწილეობა; 🌚 მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობასთან.