სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული (შაბათი ნახევარი დღე)
სამუშაო ადგილი: თბილისი (ძირითადი)/რუსთავი
ანაზღაურება: 2500-3000
რას გთავაზობთ:
✍ თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები
✍ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
✍ პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა;
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ MSOffice
✓ Word
✓ Excel
განათლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
🌘 ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით;
🌘 ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
🌘 ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სფეროში იურისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება.
🌘 ინგლისური ენის არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა;
🌘 რუსული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
🌘 სასურველია აპლიკანტს ჩაბარებული ჰქონდეს სამოქალაქო სპეციალიზაციით ადვოკატთა
საკვალიფიკაციო გამოცდა;
🌘 აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word და Microsoft Excel);
კონკურსის ეტაპები:
🌘 გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
🌘 გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
დაგვიკავშირდით: 577 204 288
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ "საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
2500-3000
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი მოვალეობები:
🌚 კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
🌚 კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის
🌚 ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მემორანდუმები, საპროცესო დოკუმენტები, სარჩელები, საჩივრები, აქტები, დასკვნები, განცხადებები, წერილები, სადამფუძნებლო დოკუმენტები და სხვა) შედგენა/განხილვა/ანალიზი;
🌚 დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
🌚 იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
🌚 სამართლებრივი დოკუმენტაციისა და კორესპოდენციის სისტემატიზაცია და აღრიცხვა;
🌚 კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოში წარმომადგენლობა;
🌚 კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო ბიუროებში და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
🌚 კომპანიის შრომითი პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
🌚 სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის ხელმძღვანელებისათვის;
🌚 მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
🌚 კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
🌚 კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან
დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;
🌚 "Constriction service"-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი
უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.