აღწერილობა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის (IKEA) პოზიციაზე, თბილისში. მე, თამარ შუბითიძე, ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში, კატეგორიის შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით: ✍ შესყიდვებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად ტაქტიკას; ✍ 1C პროგრამაში შესაბამის მოდულში მუშაობას; ✍ შესყიდვების პროცესის აუცილებელ ასპექტებს და საჭირო უნარ-ჩვევებს. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: ✍ პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ✍ თანამშრომლის ფასდაკლებას; ✍ კვებას; ✍ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
