კაფეტერიის მენეჯერი - " კაფეტერია Canteen_Area "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. "CU" სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. "CU" კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში. კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მენეჯერის თანამდებობაზე.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

Suphra

განათლება

უნარ-ჩვევები: 🌘 სამუშაოს სწრაფი და ეფექტურად შესრულების უნარი; 🌘 ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა; 🌘 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 🌘 ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; 🌘 თავაზიანობა; 🌘 კომუნიკაციის კარგი უნარი; 🌘 სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი; 🌘 დროის მართვის უნარი. სამუშაო პირობები: 🌘 სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე); შაბათი - მოკლე სამუშაო დღე 🌘 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია). 🌘 ანაზღაურება ფიქსირებული და ასევე დამატებით მოქმედებს ბონუსური სისტემა ფურშეტის ორგანიზების შემთხვევაში. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

სამუშაო მოვალეობები: 🌚 კაფეტერიის გუნდის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 🌚 თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის მონიტორინგი, მათი საქმიანობის შეფასება და კონტროლი; 🌚 მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება ხარისხიანი პროდუქციის მოძიების თვალსაზრისით; 🌚 პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება; 🌚 მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი და აღწერის დადგენილი პერიოდულობით ჩატარება; 🌚 მენიუს მრავალფეროვნებაზე ზრუნვა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება; 🌚 პროდუქციის ვადების კონტროლი და სათანადო ღონისძიებების გატარება; 🌚 სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაზე კონტროლი; 🌚 მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევაზე კონტროლი; 🌚 ფურშეტის ორგანიზება; 🌚 სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; 🌚 რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებული განრიგის მიხედვით.