აღწერილობა
"ზებრა გრუპი" - წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს კომერციული დირექტორის თანაშემწეს. სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდა, რუსთაველის გამზირის/პარლამენტის მიმდებარედ. სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე) ხელფასი: ფიქსირებული ანაზღაურება (გამოცდილების შესაბამისად) + ყოველთვიური ბონუსი (მუშაობის დაწყების მე-3 თვიდან). ხელმძღვანელობა: უშუალოდ კომერციული დირექტორსა და კომპანიის დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების მიმართულებით: ✍ მომხმარებელთა ზარებზე პასუხი ✍ შეკვეთების მიღება და მიწოდების დროული ორგანიზება ჩვენს ლოგისტიკის პარტნიორებთან ერთად ✍ ინვოისების მომზადება (ზედნადებები და ფაქტურები) rs.ge-ზე ✍ ყოველდღიური კომუნიკაცია საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან ✍ ახალი პროდუქტებისათვის სარეგისტრაციო ფორმების მომზადება/შევსება ✍ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია ყოველთვიური გაყიდვებისა და მარაგის მონაცემების მისაღებად პროდუქტის მართვა: პარტნიორი კომპანიებისა და პოტენციურ მომხმარებელთა საკონტაქტო მონაცემების სიის შედგენა და განახლება Excel-ის პროგრამაში მერჩენდაიზერების მართვა: ✍ მერჩენდეიზერების ყოველდღიური დავალებების მართვა/მომზადება/დაგეგმვა ✍ მაღაზიებში მისვლა და მერჩენდაიზინგის კონტროლი (კვირაში 1 დღე) ✍ ახალი სტენდებისა და მერჩენდაიზინგის ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესის განვითარება: ✍ ახალი მომხმარებლების მოძიების შესაძლებლობა ✍ კვლევებისა და მარკეტინგული/კომერციული პროექტების მომზადება ✍ მუშაობა ახალი პროდუქტების განვითარების მიმართულებით წიგნის ფესტივალები: კომპანიის სახელით სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალში მონაწილეობა ფეისბუკისა და საიტის მართვა: ✍ ფეისბუკგვერდზე კომერციულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ✍ პროდუქციის მარაგის მართვა და გაყიდვები ჩვენი და პარტნიორთა ვებგვერდებიდან გადახდები: ✍ პარტნიორი კომპანიების გადახდების კონტროლი ✍ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნები: ✍ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი ✍ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ✍ ინგლისურის ენის B2 დონეზე ცოდნა ✍ კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet). უნარები: ✍ დაგეგმვა და ორგანიზება ✍ ანალიტიკური აზროვნება ✍ ეფექტიანი კომუნიკაცია თუ დაგაინტერესათ აღნიშნულმა ვაკანსიამ და მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნესის განვითარების მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!
