აღწერილობა
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება. ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ✍ მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას ✍ პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას ✍ კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას ✍ კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს ✍ კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს ✍ სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ✍ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას ✍ შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს ✍ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვეძებთ: ენერგიულ, კომუნიკაციის ეფექტური უნარის მქონე გუნდის წევრს კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე.
