აღწერილობა
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი "ზუმერი" გთავაზობთ: ✍ მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება); ✍ ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-1800 ლარს; ✍ კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას; ✍ სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას; ✍ წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით; ✍ ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით; ✍ მრავალფეროვან წახალისების სისტემას; ✍ დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ; ✍ სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ. ✍ ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით; ✍ სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს; ✍ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
