კონსულტანტი - ელექტრო სექცია

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

1500-2000
დარეკე ახლა

აღწერილობა

შპს "მირა" თავისი არსებობის უკვე 21 წლიან ისტორიას ითვლის. მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქტისა და კვალიფიციური სერვისის შეთავაზება - ის მთავარი ამოცანაა, რომლის სრულფასოვნად შესრულებითაც კომპანიამ მოიპოვა სანდო პარტნიორის სახელი, კონკურენტულ გარემოში. ყოველივე ეს კი იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ამ საქმეს. დღეს, სწორედ შენ გეძლევა შანსი, გახდე ამ გუნდის წევრი და მუშაობასთან ერთად განვითარდე პროფესიულად. ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ელექტრო სექციაში - ელექტრიკოსი.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

გუნდურად მუშაობის უნარი
გაყიდვების წარმოების უნარი

განათლება

უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 🌘 ელექტროობის ცოდნა საწყის დონეზე; 🌘 ელექტრო საქონლის (ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები, ელექტრო სამონტაჟო მასალები) ცოდნა; 🌘 პროფესიული გადამზადების კურსის გავლა ელექტროობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. 🌘 გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:00-მდე, კვირაში 5 დღე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ.#126, მაღაზია "მირა" ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი. დამატებით ჩვენ გთავაზობთ: 🌘 ჯანმრთელობის დაზღვევას; 🌘 გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას; 🌘 პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.mira.ge

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

1500-2000

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

მოვალეობები: 🌚 მყიდველებისთვის კონსულტაციის გაწევა, საქონლის გამოწერა, საქონლის გამზადება-გაცემა; 🌚 ინვოისის გამოწერა, რეალიზაციის გატარება პროგრამაში; 🌚 გაყიდვაში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მყიდველისათვის (პროდუქცია: ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები, ელექტრო სამონტაჟო მასალები); 🌚 აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებებისა და პოზიციის შესაბამისი სამუშაოების შესრულება,