აღწერილობა
სამგზავრო ინვენტარის შემომტანი კომპანია - "რეგალია" 2019 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვართ პირველი მულტიბრენდული კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გააცნო ევროპული ბრენდების სამგზავრო ინვენტარი: WENGER, VICTORINOX, TRAVELITE, TITAN, SWISS GEAR, PIQUADRO, DOPPLER, TROIKA. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სრული სამგზავრო ეკიპირება: ჩემოდანი, ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, ქოლგა, საწვიმარი, სამგზავრო ჩანთა, მცირე ზომის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ჩანთა და სხვა აქსესუარები იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო კომფორტული და მოხდენილი გახდეს. ვებსაიტი: https://www.regalia.ge/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას "თბილისი აუთლეტ ვილიჯში" კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: ✍ სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 10-საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება) ✍ დასვენება ცვლების განაწილების მიხედვით საშუალოდ კვირაში 2-3 დღე. ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, რომელსაც სამსახურის დაწყებიდან 2 თვეში ემატება ბონუსი.
