აღწერილობა
ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში. "რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 30-წლიანი ისტორიით. წლების მანძილზე საქართველოში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და დავნერგეთ ოპტიკური პროდუქციით სარგებლობის კულტურა, შემოვიტანეთ უამრავი მსოფლიო ბრენდი! იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ჩამოყალიბდეთ ოპტიკოსად და ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად. პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას! გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით და თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს შესაბამის კანდიდატად მიიჩნევთ, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ როგორც საკუთარ, ასვე თქვენს დროსაც!
