კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი - " რონიკო "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

900 - 1000 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში. "რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 30-წლიანი ისტორიით. წლების მანძილზე საქართველოში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და დავნერგეთ ოპტიკური პროდუქციით სარგებლობის კულტურა, შემოვიტანეთ უამრავი მსოფლიო ბრენდი! იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ჩამოყალიბდეთ ოპტიკოსად და ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად. პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას! გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით და თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს შესაბამის კანდიდატად მიიჩნევთ, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ როგორც საკუთარ, ასვე თქვენს დროსაც!


პროფილის ინფორმაცია

უნარები

.

განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე სამოტივაციო წერილის თანხლებით, გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილის" "კონსულტანტ-ოპტიკოსი ბათუმი" 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

900 - 1000 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები: 🌚 თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების გამოკვეთილი სურვილი; 🌚 მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა; 🌚 თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა; 🌚 ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; 🌚 სიახლეების ადვილად ათვისება, ინოვაციებისაკენ მუდმივი სწრაფვა; 🌚 პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა; 🌚 პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა; 🌚 მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა; 🌚 გაწონასწორებულობა, რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა; 🌚 უცხო ენების ფლობა.