აღწერილობა
კომპანია "ილიტეკ" ერთ-ერთი წარმატებული, ინოვაციური, დინამიურად განვითარებადი ქართული კომპანიაა ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში. "ილიტეკ"-ი აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში კონსულტანტის პოზიციაზე. ხელფასი: 600 ლარი + ბონუსი ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ✍ კლიენტების მოთხოვნების ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება; ✍ კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ; ✍ პროდუქციის შეთავაზება; ✍ მონაწილეობის მიღება გაყიდვების სტიმულირებაში, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა შესაბამის პროდუქციაზე; ✍ ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა; ძირითადი მოთხოვნები: გაყიდვებში ან მერჩანდაიზინგში მუშაობის გამოცდილება (სასურველია) პიროვნული თვისებები: ✍ მიზანდასახული; ✍ შრომისმოყვარე; ✍ კომუნიკაბელური; ✍ პასუხისმგებლობის გრძნობა; ✍ არაკონფლიქტური; ✍ პუნქტუალურობა. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@ilitek.ge.
