აღწერილობა
"აპარტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ მენეჯერის პოზიციაზე. "აპარტ ჯგუფი" წარმოადგენს მრავალპროფილურ კომპანიას, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტს, მშენებლობას, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინის სერვისებს. კომპანია ახორციელებს პრემიალურ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის სტანდარტებით სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. #4 ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 1200 ლარი (ხელზე), გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე. სამუშაო გრაფიკი მოსახერხებელია სტუდენტისთვის. პოზიცია განკუთვნილია მათთვისაც, ვინც ეძებს პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს სწავლის პარალელურად.
