კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტი - ნაბეღლავი - " წყალი მარგებელი "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office
1C
ERP

განათლება

უნარები/პიროვნული კომპეტენციები: 🌘 ანალიტიკური აზროვნების უნარი; 🌘 დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი; 🌘 დეტალებზე ორიენტირების უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა. სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 წარმოების დოკუმენტების პროგრამულად გატარება და შესაბამისი ჩამოწერების სისტემაში განხორციელება; 🌚 წარმოების პროცესში აღმოჩენილი ცდომილების შემთხვევაში კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან; 🌚 ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და შედეგების რეგულარული მონიტორინგი; 🌚 საკონტროლო აღწერის წარმოება ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად; 🌚 არაკომერციული საქონლის საწყობიდან პროდუქციის გაცემა და უვარგისი ან/და ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერის პროცესში დახმარება; 🌚 სხვადასხვა დოკუმენტაციის (შესყიდვები, გაყიდვები, ფინანსები) გადამოწმება და ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; 🌚 წარმოების განყოფილების თანამშრომელთა დასწრების ტაბელების შემოწმება და შემდგომ ფინანსური დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება; 🌚 ქარხნიდან საძირეების გაცემის პროცესის კონტროლში მონაწილეობა, რაოდენობების პერიოდული მონიტორინგი და არსებული ინფორმაციის ფინანსური განყოფილებისთვის გაზიარება; 🌚 უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;