აღწერილობა
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის №134 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ✍ პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება; ✍ პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; ✍ კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება; ✍ კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება; ✍ კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი; ✍ გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
