აღწერილობა
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემია გთავაზობთ კორპორაციული მდგრადობის სასერტიფიკატო კურსს. აკადემიის შესახებ: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კორპორაციული მდგრადობის აკადემია 2020 წელს დააარსა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობითა და შვედეთის დაფინანსებით. აკადემიის მიზანია კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების, მათი დანერგვის მექანიზმებისა თუ საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ბიზნეს სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება. აკადემია გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ცოდნა მდგრადი კორპორაციული მმართველობის, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების, ბიზნესის კეთილსინდისიერების შესახებ, შეისწავლოთ ეთიკური მუშაობის სტანდარტები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ თქვენს კომპანიაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის დანერგვაში. აკადემია თქვენ დაგეხმარებათ: უზრუნველყოთ კომპანიის მდგრადობა და გრძელვადიანი წარმატება, ასევე გააუმჯობესოთ ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობა ბაზარზე გაზარდოთ ინვესტორების ნდობა და ინტერესი კომპანიის მიმართ წვლილი შეიტანოთ გრძელვადიან მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს გარემოს შექმნაში საქართველოში
