აღწერილობა
შპს "პაკკა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმების ადგილი: თხილის ქარხანა, ხარისხის ლაბორატორია ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი, ვაჟა ფშაველას ქ.25 სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის აგვისტოდან ან შეთანხმებისამებრ. სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 -მდე. სახელფასო განაკვეთი: 1600 ლ-დან კომპანიის პრეზენტაცია შპს "პაკკა ჯორჯია" - შვეიცარიული კომპანია, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს თხილის სექტორში. ჩვენ გახლავართ ერთ ერთი უმსხვილესი თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი საქართველოში და ვართ გზაზე იმისა რომ გავხდეთ პირველები ორგანული თხილის წარმოებაში და სამართლიანი ვაჭრობის სფეროში. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა. პოზიციის ზოგადი მიმოხილვა: კომპანიაში არსებული პროდუქციის (შესასყიდი/გასაყიდი) ხარისხის კონტროლი, ნიმუშების მომზადება/მართვა, ლაბორატორიული დოკუმენტაციის მართვა და ლაბორატორიული დანადგარების/ინვენტარის მოვლა/მართვა.
