აღწერილობა
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოვალეობები: ✍ სასაწყობე ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების 1C სისტემაში რეგისტრაცია და პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი; ✍ საქონლის შესყიდვის დოკუმენტების რეგისტრირება 1C სისტემაში; ✍ საწყობიდან კლიენტებთან საქონლის გადაადგილების რეგისტრაცია; სისტემაში და შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესაბამისი ზედნადების ატვირთვა და პროცესის სრული ციკლის დასრულება; ✍ კლიენტებისგან საწყობში დასაბრუნებელი პროდუქციის პროგრამული დამუშავება, შემდგომი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება 1C სისტემაში; ✍ ანგარიშფაქტურების გაგზავნა შესაბამისი პირებისთვის; ✍ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული სასაქონლო ნაშთის მონიტორინგი; ✍ საწყობიდან რეალიზაციის შემთხვევაში შეკვეთისა და გაყიდვის სრული ციკლის რეგისტრირება სისტემაში;
