აღწერილობა
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს "გალფი"სა და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე) სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11
