აღწერილობა
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული გაყიდვების პრომო კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (დინამიური გრაფიკი); ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი; ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
