აღწერილობა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის დიზაინერის პოზიციაზე, ბათუმში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ბენეფიტები: ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კვება; ✍ Fit pass. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა და გაყიდვების გეგმების შესრულება; ✍ მომხმარებლებისთვის 3D დიზაინის პროგრამული აწყობა, კვადრატულობის დაანგარიშება, ფერების შეხამება და სრული დამუშავება; ✍ მომხმარებელს მომსახურება კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით; ✍ მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, კატალოგში პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა/შეთავაზება; ✍ ჰიპერმარკეტში მოქმედი შესაბამისი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება; ✍ მომხმარებლის სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და ვაიზერისთვის ინფორმაციის მიწოდება; ✍ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/აქციების განხორციელება; ✍ საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
