აღწერილობა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური ფასეულობების აღწერისა და კონტროლის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში. მე ფრიდონ გულიაშვილი, ვაცხადებ ვაკანსიას მატერიალური ფასეულობების აღწერის და კონტროლის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, კანდიდატები სტაჟირების პერიოდში შეისწავლიან 1ც პროგრამას და გორგიის შიდა პროცესებს, მარაგების აღრიცხვის და კონტროლის კუთხით თანამედროვე მეთოდებს, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, რაც ამარტივებს მარაგების აღრიცხვის პროცეს. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: ✍ პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ✍ თანამშრომლის ფასდაკლებას; ✍ კვებას; ✍ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
