მაღაზიის ადმინისტრატორი/მოლარე - რუსთავი - " Beer Georgia"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

დღეში 80ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

ლუდის მაღაზიათა ქსელი "Beer Georgia" მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო ლუდებს მთელ ევროპაში. ცენტრალური ლუდსახარშებიდან ჩვენთან წარმოდგენილია გერმანული, ჩეხური, ბელგიური, ჰოლანდიური, ირლანდიური და ინგლისური ლუდების ფართო არჩევანი, როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის და ქილის. ლუდის მაღაზიათა ქსელი "Beer georgia"-ი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის/მოლარის პოზიციაზე. მდებარეობა: რუსთავი, შარტავას #14 ანაზღაურება: დღეში 80 ლარი. სამუშაო გრაფიკი და საათები: სრული განაკვეთი; 10:00 დან 01:00 მდე თვეში 15 დღე. (2 დღიანი მუშაობის მერე 2 დღე დასვენება ან დღეგამოშვებით მუშაობა). ძირითადი მოვალეობები: ✍ მაღაზიის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, ბარმენი, დამლაგებელი); ✍ სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ✍ სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი; ✍ საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; ✍ დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით; ✍ სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ✍ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება; ✍ მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ✍ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ✍ ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; ✍ ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით; ✍ სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
🏅 ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 🌘 სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად; 🌘 ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 574882188 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

დღეში 80ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ზოგადი მოთხოვნები: 🌚 მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი; 🌚 ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.