აღწერილობა
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://samidzma.ge . ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარეს პოზიციაზე.
