აღწერილობა
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, "გალერეა თბილისში". პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი "ლოქსიტანი", რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანაში 3000-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. "ლოქსიტანის" პირველი მაღაზიის კარი 1981 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. ბრენდი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს "ლოქსიტანის" ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში და საბურთალოს სითი მოლში. სულ მალე კი "ლოქსიტანის" ბუტიკი წარმოდგენილი იქნება "გალერეა თბილისშიც". "ლოქსიტანი"-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების მიწოდება, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ✍ ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო; ✍ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ✍ კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; ✍ სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა; ✍ "ვაკის საცურაო აუზის" აბონემენტი; ✍ ფასდაკლება პროდუქციაზე; ✍ ჯანმრთელობის დაზღვევა; ✍ კორპორატიული ნომერი და ბალანსი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი); ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00-18:00 სთ ან 14:00-22:00 სთ, კვირაში 5 სამუშაო დღე.
