აღწერილობა
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა. "სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება. გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 ფუნქცია - მოვალეობები: ✍ მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით; ✍ პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება; ✍ წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი; ✍ კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა; ✍ ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ✍ მერჩენდაიზინგის კონტროლი; ✍ სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.
