აღწერილობა
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მევენახის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: (აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონები) ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 6 თვე - 1700 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ - 2000 ლარი.
