აღწერილობა
ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქუთაისსა და ზუგდიდში. გრაფიკი: შეთანხმებით (კვირაში 1 ან 2 სამუშაო დღე); ანაზღაურება: დღეში 50 ლარი (ხელზე ასაღები) + ტრანსპორტირება; ძირითადი მოვალეობები: ✍ სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით დალაგება კონკრეტულ განყოფილებებში; ✍ სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; ✍ პროდუქციის გამოტანა ობიექტის საწყობიდან და თაროებზე განთავსება; ✍ ყველაზე მომგებიანი ადგილების დაკავებასა და ამ ადგილებისა და თაროების შენარჩუნებაზე ზრუნვა; ✍ სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება; ✍ პროდუქციის ფასების გაკონტროლება; ✍ მარაგის/რაოდენობის გაკონტროლება; ✍ განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიურად წარდგენა WhatsApp-ის მეშვეობით. მოთხოვნები: ✍ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, და ა.შ.) ✍ ინდივიდუალური მუშაობის უნარი ✍ შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ორგანიზებული დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მერჩენდაიზერი ქუთაისსა და ზუგდიდში". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. წარმატებას გისურვებთ.
