მექანიკოსი - " სერვის ისტ საქართველო "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

3000 - 8000 ლ
დარეკე ახლა

აღწერილობა

"სერვის ისტ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე. კომპანია "სერვის ისტ საქართველო" ახორციელებს სასმელების, კვების, სამედიცინო და ქიმიური მრეწველობის მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟს, აწყობას, შეკეთებას და მომსახურებას. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა წყლის, ლუდის, წვენების, ზეთის, ღვინის, რძის და სხვადასხვა კონსისტენციის მასალების ჩამოსასხმელი ხაზების ტექნოლოგიური გამართვა, მონტაჟი, მოდერნიზაცია, კაპიტალური რემონტი და შეკეთება. სერვის ისტ საქართველო გახლავთ საწარმოო დანადგარების გერმანული გიგანტის - Krones AG ექსკლუზიური პარტნიორი რეგიონში. მეტი ინფორმაცია სერვის ისტ საქართველოს შესახებ: http://www.service-east.com მეტი ინფორმაცია კრონეს გერმანიის შესახებ: http://www.krones.com საბაზისო მოთხოვნა: ✍ კრონესის, სიდელის, კაჰაესის (Krones, Sidel, KHS) და სხვა მწარმოებლების ჩამომსხმელი ხაზების პრაქტიკული ცოდნა; წარმოების პროცესის ცოდნა და მექანიკური გამართვა ✍ ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა ხელფასი: 3000-8000 ლარი ხელზე ასაღები გამოცდილებისა და პოტენციალის შესაბამისად სამუშაო ადგილი: საქართველო და ევროპის ქვეყნები. სამუშაო მოდელი: ჩვენი მექანიკოსების ჯგუფი მუშაობს საშუალო ვადიან გასვლით პროექტებზე ევროპის ქვეყნებში არსებულ მსხვილ საწარმოებში (მათ შორის კოკა-კოლა, ჰეინეკენი, პეპსი, მოლსონ კორსი და სხვა) კრონესისა და სხვა ბრენდების ჩამომსხმელი ხაზების შეკეთების მიმართულებით. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3-10 კვირას. მექანიკოსთა ჯგუფი სრულად არის ინფორმირებული პროექტის საჭიროებებისა და სპეციფიკის შესახებ და სამუშაოებს ასრულებენ ევროპელი სუპერვაიზერების მეთვალყურეობის ქვეშ. პროექტის დასრულების შემდეგ მექანიკოსი ბრუნდება საქართველოში, აქვს შესვენების პერიოდი რომლის დროსაც არ არის ვალდებული გამოცხადდეს ცენტრალურ ოფისში და ელოდება შემდეგ პროექტში გამგზავრების ინფორმაციას. ბენეფიტები: ღირსეული ანაზღაურება ევროპული სისტემით, წლიური პრემიის სისტემა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პლატინიუმ დაზღვევის პაკეტი, ანაზღაურებადი შვებულება 24 კალენდარული დღე წელიწადში, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისები, სამუშაო ლეპტოპი და მობილური ტელეფონი, პროფესიონალური სამუშაო ფორმა, პრაქტიკული ტრენინგები სფეროს ექსპერტებისგან და სხვა. სამუშაო პროცესში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას სპეციალისტის აღჭურვილობის, მგზავრობის, განთავსებისა და შიდა გადაადგილების, სავიზო მოსაკრებლებისა და სხვა ხარჯებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე დასაქმების შემთხვევაში, სპეციალისტმა უნდა განაცხადოს სრული მზაობა მოთხოვნის შესაბამისად გაემგზავროს სამუშაო ვიზიტით ევროპის ქვეყნებში არსებულ საწარმოებში ჩამომსხმელი ხაზების შეკეთების პროექტებში.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

MS Office
Word
Excel
Outlook

განათლება

შერჩევის ეტაპები: 🌘 აპლიკაციების მიღება და გადარჩევა 🌘 გასაუბრება 🌘 სამუშაო კონტრაქტის შეთანხმება და გაფორმება დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. აგრეთვე არსებობის შემთხვევაში, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ ელფოსტაზე: jobs.sege@gmail.com გისურვებთ წარმატებას 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

3000 - 8000 ლ

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

სამსახურებრივი მოვალეობები: 🌚 კრონესის, სიდელის, კაჰაესის (Krones, Sidel, KHS) და სხვა მწარმოებლების ჩამომსხმელი ხაზების მექანიკური სერვისების უზრუნველყოფა. 🌚 ჩამომსხმელი და სხვა ფუნქციონალის მანქანებისა და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება 🌚 დანადგარების მექანიკური პრობლემების დადგენა და გადამოწმება ასევე ძირითადი გაუმართაობის აღმოფხვრა და მისის ინდივიდუალური დამუშავება 🌚 დარღვევებისა და გაუმართაობის გამოვლენა და აღმოფხვრა, აუცილებლობის შემთხვევაში, დიაგნოსტიკური სისტემების დახმარებით და გამოყენებით. 🌚 ჩამომსხმელი ხაზის დაშლა, ინსტალაცია და დიაგნოსტიკა 🌚 პროექტის მსვლელობის დროს ანგარიშების მომზადება, სამუშაო საათების აღწერა