მექანიკოსი - "სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე. მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო. ჩვენ გთავაზობთ: ✍ სტაბილურ სამუშაო გარემოს; ✍ პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას; ✍ ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას; ✍ ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას; ✍ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ✍ კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 🌘 განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება მექანიკის/მექანიკური ინჟინერიის სფეროში; 🌘 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; 🌘 მექანიკური მოწყობილობების და სისტემების მაღალ დონეზე ფლობა; 🌘 გუნდური მუშაობის უნარი; 🌘 მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი; 🌘 სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 🌘 ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38. 🌘 CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე); 🌘 დიპლომის ასლი; 🌘 ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში); გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 24.05.2025 აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ძირითადი მოვალეობები: 🌚 უსაფრთხოების წესების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის უზრუნველყოფა ობიექტზე; 🌚 მექანიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟი, იზოლაცია და რემონტი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; 🌚 სამუშაო ნებართვების გაფორმება და შესრულება სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით; 🌚 მექანიკური მოწყობილობების და სისტემების დიაგნოსტიკა, მომსახურება, შეკეთება და ტესტირება; 🌚 მოწყობილობების გამართულობის წინასწარი შემოწმების ჩატარება; 🌚 გაუმართაობების ოპერატიული აღმოფხვრა 24-საათიან რეჟიმში; 🌚 პრევენციული და მაკორექტირებელი სამუშაოების ჩატარება ტექნიკური მომსახურების გეგმის შესაბამისად; 🌚 რისკების შეფასება სამუშაოს დაწყებამდე; 🌚 ტექნიკური მომსახურების ჟურნალების და ანგარიშების წარმოება; 🌚 ყოველდღიური და ყოველკვირეული შემოწმებების ჩატარება