აღწერილობა
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. "Aptos"-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით. გარდა ამისა, "Aptos" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/ კომპანია "აპტოსი" ეძებს მთავარ ბუღალტერს სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები: ✍ სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის 15; ✍ გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
