აღწერილობა
შპს "პეტრა სტარ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში. კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება: ✍ ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ✍ ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ✍ ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა; ✍ ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი; ✍ საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება; ✍ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ✍ უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ✍ სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით; ✍ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ✍ საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ✍ MS Excel-ის ცოდნა; ✍ სასურველია იმპორტ-ექსპორტის საკითხებში მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: ts@petrastar.ge
