"Wilbour Holding" (შპს ვილბურ ჰოლდინგი) არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს 17 შვილობილ ორგანიზაციას, სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა სამართლებრივი სტრუქტურის ქვეშ.
ამჟამად ჰოლდინგის მფლობელობა და მართვა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, საცალო გაყიდვების ბიზნესი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, წარმოება და ტექნოლოგიური სტარტაპები. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში საინტერესო და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
"Wilbour Holding" აცხადებს მთავარი იურისტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის #37
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)
სამუშაოს მიზანი: კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების სამართლებრივი მხარდაჭერის/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; იურიდიული დოკუმენტაციის მართვა, სამართლებრივი საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უზრუნველყოფა; კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი რისკების შეფასება და დამუშავება.
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ 🏅 ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით (პროფესიული ცოდნა, აკადემიური წერა)
განათლება
უნარები:
🌘 ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
🌘 გუნდის მართვის უნარები, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
🌘 ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთა სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
ფიქსირებული
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
🌚 კომპანიის და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა
🌚 იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფილი შედგენა/კორექტირება/მართვა; კომპანიის მიმდინარე ან/და ახალი პროექტების შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება
🌚 კომპანიის იურიდიულ დოკუმენტაციათა საქართველოს/საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
🌚 კომპანიის იურიდიური ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა, პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე; კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემების შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა
🌚 კომპანიის ხელმძღვანელთა/თანამშრომელთა ინფორმირება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, საჭიროებისამებრ, შრომითი, სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით
🌚 ეფექტური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან, მათ მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება
🌚 დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ეფექტური მართვა/კოორდინაცია, სამუშაოს შედეგებზე ორიენტირებული, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. თანამშრომელთა შეფასება და შესასრულებელი დავალებების/შედეგების მონიტორინგი
🌚 კომპანიის შიდა იურიდიული პოლიტიკის, პროცედურების, წესებისა და რეგულაციების მომზადება/მოდიფიკაცია/მართვა, მათი სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
🌚 თანამშრომლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის გუნდთან თანამშრომლობით
🌚 ადამიანური რესურსების გუნდის კონსულტირება შრომითი ურთიერთობების (მათ შორის ხელშეკრულებების და დოკუმენტაციის), დისციპლინური გადაცდენების ან/და მსგავსი საკითხების მართვის კუთხით
🌚 ხელმოსაწერი დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულება, მემორანდუმი, განცხადება, ბრძანება, დებულება, შინაგანაწესი, შეთანხმება ან/და სხვა) მომზადება, რედაქტირება და შესაბამისი საკომუნიკაციო პროცესის მართვა, საჭიროებისამებრ
🌚 კომპანიის მასშტაბით დაგეგმილ ბიზნეს-მოლაპარაკებებსა თუ საკომუნიკაციო პროცესებში ჩართულობა, იურიდიული კონსულტირების თვალსაზრისით
🌚 კომპანიის მასშტაბით საჭირო ოფიციალური კორესპონდენციის, ნებართვების, რეგისტრაციების და სხვა სამართლებრივი პროცესების კოორდინაცია; საქმიანი ურთიერთობის მართვა შესაბამის ორგანოებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან, საჭიროებისამებრ
🌚 კომპანიის მიერ გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება/შეფასება და მათი სამართლებრივი დამუშავება
🌚 საქმიანი ურთიერთობების მართვა კომპანიის გარე იურისტებთან/პროფესიონალებთან, კომპანიის პარტნიორი ან პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან
🌚 კომპანიის სამართლებრივი დავების მართვა, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში
🌚 იურიდიული შინაარსის ანგარიშების მომზადება, საჭიროებისამებრ