დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციურ და გამოცდილ მთავარი იურისტის თანამდებობაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას და საქმიანობის სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
მდებარეობა: ვაკე-საბურთალო
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე
კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
უცხო ენები: რუსული, ინგლისური
პროფილის ინფორმაცია
უნარები
✓ რუსული, ინგლისური
განათლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
🌘 უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
🌘 სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება);
🌘 საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
🌘 სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
🌘 ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სავალდებულოა);
🌘 რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
🌘 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სამსახურის დეტალები
ხელფასის დიაპაზონი
0-50k
სამსახურის ტიპი
სრული განაკვეთი
მოთხოვნები
ძირითადი მოვალეობები:
🌚 კომპანიის ბიზნეს მიმართულებების სამართლებრივი მხარდაჭერა, კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები, სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ -სამართლებრივი საკითხები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საკითხები და სხვა;
🌚 კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
🌚 დოკუმენტაციის მომზადება სასამართლო და საარბიტრაჟო საქმის წარმოებისათვის;
🌚 კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის; პრობლემების შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
🌚 საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
🌚 სახელმწიფო, საერთაშორისო ან/და კერძო სტრუქტურებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობა.