აღწერილობა
სასტუმრო "Glarros Old Town", მდებარეობს თბილისის ცენტრში (კოტე აფხაზის ქ. 15), სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და 1 ღია ტიპის კაფე-ტერასა. სასტუმრო " Glarros Old Town "-ის, მიმტანი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე. ძირითადი მოვალეობები: ✍ სტუმრების მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ✍ სტუმრებისგან შეკვეთის მიღება და მათი დროულად მიწოდება; ✍ *მენიუს კარგად ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა კერძების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ✍ მომხმარებლებისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება; ✍ სასტუმროს ოთახებში room service-ის მომსახურება; ✍ სპეციალურ ღონისძიებებზე სტუმრების მომსახურება; ✍ მაგიდების გაწყობა; ✍ ჩეკების მომზადება; ✍ ჰიგიენური ნორმების დაცვა; ✍ ინვენტარის კონტროლი;
