აღწერილობა
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მიღება - განთავსების განყოფილების ადმინისტრატორის/რეცეფციონისტის პოზიციაზე. ჩვენი სასტუმრო არის ACCOR-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება. მისამართი: გიორგი ახვლედიანის ქ. N22, თბილისი სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, დღის და ღამის ცვლა ანაზღაურება: 900 (NET) - (1 თვის შემდეგ 1 000)
